თამაშში არსებობს ორი ტიპის რეიტინგი, ესენია: პერსონალური რეიტინგი და მოთამაშის რეიტინგი. პერსონალური რეიტინგი მოთამაშეს არასდროს არ აკლდება, ის მხოლოდ ემატება, ყოველი თამაშის დასრულების შემდეგ, მნიშვნელობა არა აქვს თამაში ბოლომდე იყო ნათამაშები თუ არა, თუ რამდენით მოემატება ეს განისაზღვრება თამაშში მოთამაშის ანგარიშის (რეზულტატის) მიხედვით, ანუ რაც უფრო დიდი ანგარიშით დაამთავრებთ თამაშს მით მეტი პერსონალური რეიტინგი მოგემატებათ. მოთამაშის რეიტინგი შეიძლება მოგემატოთ, შეიძლება დაგაკლდეთ, დამოკიდებულია თუ რომელ ადგილზე გახვალთ, პირველ და მეორე ადგილზე გასვლის შემთხვევაში გემატებათ, მესამე და მეოთხე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი გაკლდებათ. მოთამაშის რეიტინგის მიხედვით კი განისაზღვრება მოთამაშის დონე. მოთამაშის რეიტინგის მომატება დაკლება ხდება მხოლოდ თამაშის სრულად დასრულების შემთხვევაში, ან თამაშის მეოთხე ”პულკაში” შეწყვეტისას.
მოთამაშეს ემატება პერსონალური რეიტინგი ყოველი თამაშის დროს, მნიშვნელობა არა აქვს თამაში ბოლომდე იყო ნათამაშები თუ შუაში დამთავრდა.
რაც უფრო დიდი ანგარიშით მოიგებს მოთამაშე მით უფრო დიდი პერსონალური რეიტინგი ემატება.
თუ მოთამაშემ თამაში დაასრულა მინუსებში, მაშინ მას მისდის 0 პერსონალური რეიტინგი, მაგრამ მის ხარჯზე ემატება სხვა მოთამაშეებს, იმ ანგარიშის შესაბამისი პერსონალური რეიტინგი, რამდენითაც ეს მოთამაშე იყო მინუსებში.
თუ რომელიმე მოთამაშე გავიდა (შეგნებულად ან უნებლიედ) დაწყებული თამაშიდან და თამაში დამთავრდა, მაგიდაზე მყოფ მოთამაშეებს მისდით დამატებითი პერსონალური რეიტინგი. რაც უფრო შემდეგ "პულკა"-ში შეწყდება თამაში, მაგიდაზე მყოფ მოთამაშეებს დამატებით უფრო მეტი პერსონალური რეიტინგი ემატებათ.
მოთამაშის რეიტინგის მიხედვით განისაზღვრება მოთამაშის დონე, შემდეგ დონეებზე გადასასვლელად საჭიროა მეტი და მეტი მოთამაშის რეიტინგის დაგროვება.
მოთამაშის დონეებს შორის ქულების რაოდენობაა 100 მოთამაშის რეიტინგი, ანუ ყოველ შემდეგ დონეზე გადასასვლელად საჭიროა დააგროვოთ 100 მოთამაშის რეიტინგი.
მოთამაშეებს თამაშის დასრულებისას მოთამაშის რეიტინგი ემატებათ(ან აკლდებათ) შემდეგი ცხრილის მიხედვით:
|
|
|
|
|
|
|
|
ჩაინიკი
|
0
|
+15
|
+5
|
-0
|
-1
|
|
დამწყები
|
1
|
+12
|
+4
|
-1
|
-3
|
|
მოყვარული
|
2
|
+9
|
+3
|
-2
|
-6
|
|
პროფესიონალი
|
3
|
+6
|
+2
|
-3
|
-9
|
|
მასტერი
|
4
|
+3
|
+1
|
-4
|
-12
|
|
ჯოკერის მამა
|
5
|
+0
|
+0
|
-5
|
-15
|
მაგიდის დატოვების შემთხვევაში კი მოთამაშეს დააკლდება მოთამაშის რეიტინგი იმის მიხედვით თუ რომელ ადგილზეა თამაშში და თუ რომელ პულკაში შეწყდა თამაში, შემდეგი ცხრილის მიხედვით:
|
|
|
|
|
|
|
|
ჩაინიკი
|
0
|
-1
|
-2
|
-3
|
-4
|
|
დამწყები
|
1
|
-4
|
-5
|
-6
|
-7
|
|
მოყვარული
|
2
|
-8
|
-9
|
-10
|
-11
|
|
პროფესიონალი
|
3
|
-12
|
-13
|
-14
|
-15
|
|
მასტერი
|
4
|
-16
|
-17
|
-18
|
-19
|
|
ჯოკერის მამა
|
5
|
-20
|
-22
|
-24
|
-26
|
მოთამაშე რაც უფრო მაღალი დონის მოთამაშეებთან თამაშობს უფრო მეტი მოთამაშის რეიტინგი ემატება, მაგალითად თუ დამყები თამაშობს სამ მასტერთან, მაგოითვლება მაგიდაზე მოთამაშეთა დონეების საშუალო არითმეტიკული ამ შემთხვევაში 3 და დამწყებს მოგების შემთხვევაში მოემატება 2x (მაგიდაზე საშუალო მოთამაშეთა დონეს მინუს მოთამაშის დონე) მოთამაშის რეიტინგი. ეს სქემა მოქმედებს მხოლოდ მოგების შემთხვევაში, წაგების დროს ყოველთვის 1x მოთამაშის რეიტინგი აკლდება მოთამაშეს.
მოთამაშეს შეუძლია ნახოს რეიტინგების შესახებ ინფორმაცია "მომხმარებლის ინფორმაციის" ბარათზე (მენიუდან: მთავარი → მომხმარებელი → ინფორმაცია) სტატისტიკა-ში.
|