მოთამაშე
თამაში
სტატისტიკა
გადმოწერა
კითხვები
ავტორიზაცია
Online მოთამაშეები
რეიტინგები
მოთამაშის ძებნა
თამაშის შესახებ
თამაშის წესები
ტურნირი
თამაშის წესები
თამაშის დაწყებისას ხდება ატუზვა, ვისაც ტუზი ამოუვა ის არიგებს პირველი. თამაში შედგება 4 ნაწილისგან ("პულკისგან") და თითოეულ ნაწილში არის გარკვეული რაოდენობის დარიგება.
პირველ ნაწილში არის 8 დარიგება, პირველად ყველა მოთამაშეს ურიგდება თითო-თითო კარტი, მეორედ - ორ–ორი, და ა.შ. 8–მდე.
მეორე ნაწილში არის 4 დარიგება და ოთხჯერვე ცხრა–ცხრა კარტი რიგდება.
მესამე ნაწილში არის 8 დარიგება, პირველად რიგდება რვა–რვა კარტი, მეორედ - შვიდ–შვიდი და ა.შ. 1–მდე.
მეოთხე ნაწილში არის 4 დარიგება, ისევე როგორც მეორეში და ოთხივეჯერ რიგდება ცხრა–ცხრა კარტი.
თითოეული დარიგებისას მოთამაშე აფიქსირებს რამდენის წაღება სურს, იმის მიხედვით თუ რეალურად რამდენს წაიღებს მას ეწერება შესაბამისი ქულა.
თამაშში არის 36 კარტი, ექვსიან ყვავის და ექვსიან ჯვრის ნაცვლად არის 2 ჯოკერი.
კოზირი:
თამაშში არის კოზირის 5 ტიპი: გული, აგური, ჯვარი, ყვავი, ბეზი (ანუ კოზირი არცერთი ფერი არ არის). ყოველი დარიგებისას რიგდება კოზირიც. თუ კოზირი არის ჯოკერი ეს ნიშნავს იმას რომ კოზირია "ბეზი". 9 კარტის დარიგების შემთხვევაში კი დამრიგებელის მომდევნო მოთამაშე (საათის ისრის მიმართულებით) ირჩევს კოზირს პირველი 3დარიგებული კარტის მიხედვით.
ჯოკერი:
თუ მოთამაშის ”ტარებაა” შეუძლია აცხადოს:
მაღალი ”ფერი” (გული, აგური, ჯვარი, ან ყვავი), ამ დროს დანარჩენი მოთამაშეები ვალდებული არიან ჩამოვიდნენ ნაცხადები ფერის ყველაზე მაღალ კარტს. თუ არ აქვთ ნაცხადები ფერის კარტი მაშინ ნებისმიერ კოზირს. თუ არც კოზირი არა ყავთ მაშინ ნებისმიერ კარტს.
წაიღოს ”ფერმა” (გულმა, აგურმა, ჯვარმა, ან ყვავმა), თუ მოთამაშეს გააჩნია ნაცხადები ფერის კარტ(ებ)ი იგი ვალდებულია ჩამოვიდეს ერთ–ერთ მათგანს. თუ არ აქვს ნაცხადები ფერი მაშინ ვალდებულია ჩამოვიდეს ნებისმიერ კოზირს, თუ კოზირიც არა აქვს მაშინ ნებისმიერ კარტს.
თუ არ არის მოთამაშის ”ტარება” შეუძლია:
მოჯოკროს - ამ დროს ნატარები კარტი მიაქვს იმ მოთამაშეს, ვინც მოჯოკრა.
ქვევიდან დადოს ჯოკერი - მაუსზე მარჯვენა კლიკით. ამ დროს ხდება ნატარები კარტის გატანება.
რისი ჩამოსვლის უფლება აქვს მოთამაშეს:
მოთამაშეს თუ ყავს ნატარები ფერის კარტ(ებ)ი, აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს ერთ–ერთ მათგანს. თუ არა ყავს ნატარები ფერის კარტი, მაშინ აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს ერთ–ერთ კოზირს, ხოლო კოზირის არქონის შემთხვევაში კი ნებისმიერი კარტის ჩამოსვლის უფლება აქვს. მოთამაშეს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია ჩამოვიდეს ჯოკერს (მოჯოკროს ან გაატანოს).
ვის მიაქვს:
თუ ჩამოსულ კარტებში არის ჯოკერი (მოჯოკვრით) მიყავს ჯოკერს.
თუ ჩამოსულ კარტებში არის 2 ჯოკერი (მოჯოკვრით) მიყავს იმას, ვინც ბოლომ მოჯოკრა.
თუ ჩამოსულ კარტებში არის კოზირი და არ არის ჯოკერი, მიყავს ყველაზე დიდ კოზირს.
თუ ჩამოსულ კარტებში არის მხოლოდ ნატარები კარტ(ებ)ი და არ არის კოზირ(ებ)ი და(ან) ჯოკერი მიყავს ყველაზე მაღალ ნატარები ფერის კარტს.
ქულები:
თუ მოთამაშემ აიღო რამდენიც აცხადა, იღებს ქულას ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით:
ნაცხადები:
1
2
3
4
5
6
7
8
ქულა:
100
150
200
250
300
350
400
450
ხოლო, თუ ნაცხადები კარტის რაოდენობა ემთხვევა ნარიგები კარტების რაოდენობას, ანუ სუყველა თქვა და წაიღო, მაშინ ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით:
ნაცხადები:
1
2
3
4
5
6
7
8
9
ქულა:
100
200
300
400
500
600
700
800
900
თუ მოთამაშემ ვერ წაიღო იმდენი რამდენიც თქვა მაშინ მიიღებს ქულებს შემდეგი ცხრილის მიხედვით:
წაღებული:
0
1
2
3
4
5
6
7
8
9
ქულა:
ხიშტი
10
20
30
40
50
60
70
80
90
ხიშტი (ჯარიმა):
ხიშტი სხვადასხვა მაგიდაზე შეიძლება განსხვავებული იყოს, მაგიდის შემქმნელს შეუძლია დააყენოს რამდენი უნდა იყოს ხიშტი: ან მუდმივი ხიშტი ნებისმიერ დარიგებაზე -100 დან -1000 მდე, ან სპეც. ხიშტი – ნარიგები კარტების რაოდენობა გამრავლებული -100–ზე (მაგალითად: 3 კარტია ნარიგები ხიშტი არის -300, თუ 9 კარტია ნარიგები ხიშტი არის -900).
პრემია:
თუ რომელიმე "პულკაში", მოთამაშე ყველა დარიგებაზე წაიღებს იმდენს რამდენიც აცხადა, ის გადის პრემიაზე. ერთი მოთამაშე მაინც თუ გავიდა პრემიაზე, ყველა პრემიაზე გასულ მოთამაშეს, ყველაზე დიდი ქულა (მის მიერ აღებული იმ "პულკაში", რომელშიც გავიდა პრემიაზე) უორმაგდება, ხოლო დანარჩენ მოთამაშეებს ყველაზე დიდი ქულა (მის მიერ აღებული იმავე "პულკაში") ეშლებათ. თუ არცერთი მოთამაშე არ გავიდა პრემიაზე, ყველას უნარჩუნდება აღებული ქულები.
ჩვენს შესახებ
|
ჩვენი კლიენტები
|
რეკლამა ჩვენთან
|
კლიენტი
|
კონტაქტი
2008 © საავტორო უფლებები დაცულია